რიცხვების რისხვა


მე დავთვლი სიტყვებს რისხვის
და გეტყვი მხოლოდ რიცხვებს.
ერთს ვიტყვი, როგორც არას
და ოცდაცხრამეტს – სირცხვილს. 

2 იქნება ყოჩაღ,
7 - სიმშვიდის ტოლი.
3 - საუბარს მოვრჩეთ
და სინანული – 0.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი