ფაიფურის თვისება


ფაიფური,
ეშმაკისეული,
მსხვრევის ჟინს რომ აჩაღებს ჩემში.

უნდა დანარცხდეს,
სანამ ბევრის ტუჩს შეისწავლის,
სანამ კანზე მტვერს მოიდებს,
სანამ დალპება.

ასეთია მისი თვისება.

და ქაფქაფა ყავას როცა ასხამენ მასში,
ჯოჯოხეთის კუპრი დუღდება.

და ფაიფური
(ო, ის მსხვევის ულმობელ ჟინს აჩაღებს ჩემში)
საშინელი, ლამაზი და დაუცველია.

მისი ტკბილი ბედისწერა: იატაკზე განზათქება
ჰაერში და ჩვენში ზრიალებს.

ახლა-დღეს-ხვალ-ზეგ ან მაზეგ
ფაიფურის მოუსვენარი
სული უნდა დანარცხდეს და:

ასეთია მისი თვისება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი