შოთა იათაშვილი დაიბადა თბილისში, 1966 წელს. არის პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და არტ–კრიტიკოსი.
1993 წელს გამოიცა მისი პოეტური დებიუტი „სიკვდილის ფრთები“. მას შემდეგ გამოქვეყნებული აქვს რვა პოეტური კრებული. ქართულად თარგმნა სიუზან სონტაგისა და ამერიკელი პოეტების შემოქმედება. 2007 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემია „საბა“ წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის, ხოლო 2009 წელს – საერთაშორისო პრემია „Киевские лавры“. მონაწილეა საერთაშორისო პოეტური ფესტივალების: EST-OUEST (საფრანგეთი, დი, 2006 წ.), Poetry International (როტერდამი, 2007 წ.), V და VI პოეტური ბიენალე (მოსკოვი, 2007 წ., 2009 წ.) და სხვა.
1993–97 წლებში მუშაობდა ლიტერატურული გაზეთების „რუბიკონის“ და „მესამე გზის“ რედაქტორად. 1998 წლიდან არის გამომცემლობა „კავკასიური სახლის“ რედაქტორი.
მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ნიდერლანდურ, პორტუგალიურ, რუმინულ, რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, ესტონურ, ლატვიურ, ლიტვურ, თურქულ, ალბანურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
წყარო: citybooks.eu
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი