გადმოწერა: PDF

დაბის პატარა სატუსაღოსთან..

დაბის პატარა სატუსაღოსთან
მოსჩანსს სამჭედლო და ძველი ხიდი,
გლეხი სახედრით ამ ხიდს გამოსცდა,
გზისპირას დაჯდა და ყურძენს ყიდის.

აგერ სარკმლიდან ხელს ჰყოფს ტუსაღი
და მუდარაში საყვედურს აქსოვს.
ფულს აფრიალებს და გლეხს უძახის:
“ერთი მტევანი მომყიდე კაცო“.

ხელი ციხიდან გადმოშვერილი
კლდეზე შეყინულ ნაკადულს მოჰგავს,
მერე გინება ისმის უშვერი,
თითქოს ნახირი გადადის ბოგას.

რაზედაც ტუსაღს უთხრეს უარი,
ვიღაცა გამვლელს მიაქვს ნისიად,
ხოლო ის გლეხი ტყუის თუ არა,
დღემდე პასუხი ვერ გამიცია.

წყარო: litklubi.ge