ჩეიზი


ედიშერს

მეტი სიმძიმე აღარ შერჩა სიტყვას-ის ქრება,
მეტი სიტყვა აღარ შერჩა სხეულს-ის ქრება,
შუადღის სხივში, ვით ოქროს წყალი.
ჩეიზი-მაღალი ხორბლის შრიალი წვიმაში,
ჩეიზი-მუსიკა ვარსკვლავების შუაგულში,
მშვიდი და ჯანსაღი.
როცა თვალებით ჩავყლაპავთ ცრემლს
და სიგარეტს გადავენდობით,
სასტუმროს მაღალ სარკეებში
გადაინაცვლებს ჩეიზის ქარი.

ჩვენ კი დიდხანს ვიბორიალებთ,
ყავას დავლევთ, გულს მოვიბრუნებთ,
ავყვებით ქუჩას, ძველ ხმაურში გავემართებით.
ჩვენ აქ დაგვსჯიან ჩვენი ოცნებები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი