გვიან საღამოს..
გვიან საღამოს, როცა კარზე მოგიკაკუნებს ჩემი თავი-როგორც სტუმარი, დაღლილი და შეციებული, ავანთებ სანთელს, გაზქურაზე თბილ წყალს შემოვდგამ დავაპურებ, სუფთა საწოლში გამოვაძინებ და ზღაპრებსაც მოვუყვები ბოლოსდაბოლოს რომ დილით მშვიდი და განბანილი ისევ საკუთარ ბილიკს დაადგეს.