სიყვარული? - ხურავს! სიძულვილი _ ტეხავს!..

სიყვარული? _ ხურავს! სიძულვილი _ ტეხავს! _
სიძულვილი ბადებს წიწამურს და ტეხასს...
გიყვარდეთ და გწამდეთ! _ გევედრებით ყველას! _
ტარიკოს და სანდროს, ანანოს და ეკას!...
სიძულვილი – ტეხავს! სიყვარული – ხურავს!
ხედავთ? – აქეთ _ თამარს, იქით – დიდ მოურავს!
პატარა კახს... დიდგორს... ვაჟას იას, დეკას...
სიყვარული – ხურავს... სიძულვილი _ ტეხავს...
სიძულვილს არც ძმა ჰყავს და არც ძუძუმტე ჰყავს...
არ გადაშლის ოთხთავს... ყურს არ უგდებს ყურანს...
სიძულვილი _ ყრუა! სიძულვილი – ტეხავს...
სიყვარული ბრმაა! სიყვარული _ ხურავს...
ხედავთ? _ ნეფერტიტის უცხო თავსაბურავს!
ხედავ? – თუში ქალის ცრემლით ნაქსოვ თექას!
არა თრობა არ ჯობს მიჯნურობის ბურანს! –
სიყვარული _ ხურავს! სიძულვილი _ ტეხავს...