2004 - მაიმუნის წელი

მაიმუნობს რაღაცას
მაიმუნის წელი! -
შარშანდელზე ბოროტად
დასრიალებს ცელი...
ყველა კმაყოფილია
თავის ოთხი ძელით!
მარტო მესაფლავე წუხს
ტალახების ზელით...

ა, სტუმარ-მასპინძელი! -დამჭერ-დასაჭერი!
მაუზერის გრიალი და "კოლტ-კობრას” ჯერი!
გაიხარონ! - ზეგამდე არ მოიწყენს ჭერი!
მართლა მაიმუნია მაიმუნის წელი...

დრილმაც და ჰამადრილმაც
გამოიღეს ხელი!
როდის დაიმეგობრეს,
ნეტა, დათვის ბელი!
წიგნი წიგნზე შეადეს -
პო. ტოლსტოი. ბელი...
დიდი მაიმუნია
მაიმუნის წელი!

მართლა მაიმუნია მაიმუნის წელი...