დღემდე ვაგვიანებ ..


თითქოს გათეთრებულ თვალთა მთვრემალებით მზერა ნამთვრალევში, 
ყვითლად გამითენდა ქუჩა დათოვლილი თანაც ნაგვიანი, 
ვეღარ ავიტანე მისი მდუმარება ბოღმით ვათარეშე
ისე ჩაგეძინა ვეღარ მოგისწარი დღემდე ვაგვიანებ..
პალტოს საყელოზე მესხა არაყი და მეცხო მირონივით
მარად დამებედა ღამის გასათევად ბაღი თარიანი..
ღილებს შეგიკრავდი ღილებს დაგითვლიდი ისე ირონიით,
მაგრამ გაგეღვიძა ვეღარ მოგისწარი დღემდე ვაგვიანებ...
მსგავსად პერსონაჟის ცუდი ნოველიდან ხელში შეგიკალი
სახლი აგირიე მარტის ნაირია ახლა ამინდები
შენ კი არაფერი ჩუმად მიპასუხე ''პალტო შეიკარი, პალტო შეიკარია ქარია გაცივდები''
მთვრალი ჯელტმენების ეპოქაა ჰოდა გამიმართლებს
დილა ნამიანი უფრო ოკეანედ რატომ მეჩვენება?
შენ კი არაფერი მშვიდად მიპასუხებ ''ბეჭებში გაიმართე''
აი გავიმართე გაბღენძილობა თუ მეშველება
თითქოს გათეთრებულ თვალთა მთვრემალებით მზერა ნამთვრალევში, 
ყვითლად გამითენდა ქუჩა დათოვლილი თანაც ნაგვიანი 
ვეღარ ავიტანე მისი მდუმარება ბოღმით ვათარეშე
ვეღარ მოგასვენე ვეღარ მოვასწარი დღემდე ვაგვიანებ..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი