უბრალო ხალხი მიყვარს ..


უბრალო ხალხი მიყვარს.
დახეული კედები და ჯინსები რომ აცვიათ,
მოდის გამო კი არა - ზედ რომ შემოახია დრომ და უსახსრობამ.

ვის თვალებშიც მხოლოდ ღმერთის იმედი იკითხება -
ვინც ყველა ტკივილზე მეტი ტკივილი ნახა
და ადამიანების ნდობა მაინც არ
დაუკარგავს.

ვისი ხელებიც დაღლილია მიწაზე მუშაობით
და არა წამში ასჯერ გადაწერილი პირჯვრით,
მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი "იქს ექვსიდან"
რომელიღაც დანგრეული ტაძარი შეამჩნია.

უბრალო ხალხი მიყვარს, ერთი ჭიქა წყლით და
გამხმარი პურით რომ გააქვთ მთელი ცხოვრება -
მათი ცოლები მიყვარს,
რომლებიც
ყველანაირ მატერიალურ მდგრომარეობაზე მაღლა
სიყვარულს აყენებენ და ამას სიტყვებით კი არა -
საქმით ამტკიცებენ.

უბრალო ხალხი მიყვარს,
"ამდენ ბრალიან მოკვდავს შორის", რომ ანათებენ
თავიანთი დაჩრდილული ცხოვრების წესით...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი