ულამაზესი ასული ..


...ნაპირი... ლაჟვარდოვანი ცის უკიდეგანო სივრცე, რომელიც თვალუცვდენელ ზღვას უერთდება.....რა სილამაზეა!!! ზღვა კი ფირუზისფერია შენაკადთან, გეგონება ხელით შეეხები ჩამავალ მწუხრის მზესწ, თითქო აქვეა და წითელ ფერს აფრქვევს წყლის ზედაპირს... წყლის ხმა გესმის,ხო,წყლის ხმა,თითქოს მშვენიერი ასულის უბიწო სამოსის შრიალს წააგავს, თითქოს აქ მოდის ,შენს ახლოს და გულს და გონებას აგიშფოთებს, სურნელი კი სამუდამოდ დატოვებს კვალს აღზნებულ გონებაში...

ღმერთო,რა სილამაზეა!!! აი, ერთი წუთიც და სურვილი გიჩნდება ხელით შეეხო ამ ნაზს და ამავდროულად დაუნდობელ მორევს! ეხები კიდეც და სასიაოვნო სითბოს გრძნობ, წყლის სითბოს, ჩამავალი მზის სხივებით გამთბარს. იქით გეძახის, მოდი, ჩაეშვი და მოგეალერსებო თითქოს გეუბნება.ზღვა ხომ მაცდურია და მორევში ჩაგითრევს უმალ თუ კი შეცდი და მიენდე...

უკვე დაბნელდა... ნაპირი კი ცარიელია მტელი დღის შფოთვის შემდეგ, ისვენებს და გელოდება, შენ გემოდება და,  ალბათ მეც!

ფიქრი ზღვასთნ ხომ ადვილია, არ ჭირდება ზედმეტი გონების დაძაბვა, თავისით მოფრინავენ საიდანღაც ფრთიანი აზრები, ფიქრები, ოცნებები და ...კიდევ ის უთქმელი სევდა, რომელსაც მხოლოდ ზღვის ტალღებს თუ გაუმხელ უნებლიეთ! დიახ, ზღვა ხომ მაცდურია და გათქმევინებს იმას, რასაც ამდენ ხანს ვერავის უმხელდი! ლოდი მოგცილდება გულიდან და შვებას იგრძნობ, მხოლოდ მოდი ნაპირთან და ჩამავალ მზეს შეხედე... ზღვას შეხედე და ტალღების ხმას დაუგდე ყური. იქ, მხოლოდ იქ, იგრძნობ თ ავს თვისუფალს, როგორც ცაში ვარსკვლავია თავისუფალი! მიენდე ზღვას და იოცნებე! არავინ შეგიშლის ხელს და ყოველდღიური მწუხარება და განცდები დაგავიწყდება!

მე მიყვარს ზრვასთან ჩურჩული! ის გეტყვის ჩუმად იმას, რაც შენს გულს და გონებას სურს გაიგონოს და აღიქვას! შენ თვალებს დაანახვებს აქამდე დაუნახავ სამოთხეს, მხოლოდ მოდი ზღვასთან, გთხოვ!

ფირუზისფერი ზღვის უკიდეგანო სივრცე... ნაპირი... და შენი თვალები... მე ეს მჭირდება... მაჩუქე სიმშვიდე, ზღვის მაცდურებაც და შენი გული, რომელიც თავად ზღვას ჰგავს... უძიროს და შეუპოვარს! მაჩუქე მშვიდი საღამო ზღვის ნაპირას და მერე...

მერე მარადიული სიმშვიდე გულს აღარ მოსცილდება....

....ზღვის ნაპირი... ლაჟვარდოვანი ცის უკიდეგანო სივრცე, რომელიც თვალუწვდენელ ზღვას უერთდება... და

... ულამაზესი ასული...

ვინ???
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი