ხვალ, როცა


როცა ცხოვრებაში არ იარსებებს არცერთი ვნება
და, როცა ტკივილსაც ვეღარ იგრძნობ ღრმად სულში,
როცა სიცოცხლესაც კი გასწირავენ უაზრო სევდად, 
არარაობით გადათელავენ ისინი გრძნობებს,
როცა ყოველი ანთებული ცეცხლი იქცევა ფერფლად.
როცა თვით უკვდავებასაც კი მოკლავენ ხანჯლით
და, როცა მოკვდავები იარსებებენ მხოლოდ,
როცა თვალები, უბრალოდ, მოყვებიან მას დარდით,
საღებავები გაშრებიან მხატვრების თვალწინ,
როცა ჩამქრალი მზერები ჩაბნელდებიან ფარდით.
როცა ცხოვრებაში იარსებებს ის, რომ არ არსებობ
და, როცა გეტყვიან, რომ შენ, უბრალოდ, იყავი ერთხელ,
როცა სინანულით აღიარებ, რომ აღარ არსებობ, 
თვალცრემლიანი შენ შეიგრძნობ სიცარიელეს,
როცა შენ, უბრალოდ, გაიყინები...
ფერფლად იქცევი...
როცა მიწის უკანასკნელ გოროხსაც გადმოისვრიან
და მწუხარებამდე ბედნიერები ზურგს შეგაქცევენ, 
როცა ისინი ნისლიან ღამეში თოფს გაისვრიან
და კიდევ ერთხელ დაგჭრიან გულში,
როცა მწუხარე სასაფლაოზე არარაობად მოგიხსენებენ,
როცა ხანჯალი შეაღწევს სულში...
...
მაშინ კი იტყვი, მადლობელი ვარ,
ალბათ, მე მხოლოდ ზედმეტად სრულყოფილი ვყოფილვარ თქვენთვის.
მე მსოფლიოსთვის,
თქვენი სამყაროსთვის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი