დაკარგული ოცნებების სასაფლაო.


დაბნელდა .
და თითქოს წუხელ არც გათენებულა დილით.
დღეს ყველაფერი უცებ დადუმდა უძირო სევდით.
სიჩუმე გრძნობებს მიყინავს მე შავი ღილით.
ხელს ხელი ჰკიდებს თეთრ ვარდს თითებით და ჩუმი დარდით.

მივდივარ და თითქოს არც არსად ვაპირებ წასვლას.
ვერაფერს ვხედავ ირგვლივ, მხოლოდ ტალღები ღელავს. 
ვჩერდები, ვდგევარ და თანდათან დავიწყებ  განსვლას,
ტალღები შესწყვეტებ ღელვას, ტალღები აღარ ღელავს.

მე დავინახე ის შავ-თეთრი ფერებით იღებავს სახეს.
მისი ცრემლები ჩუმად შეერწყმის ჩემს საღებავებს.
მან შემომხედა მე წითელი ფუნჯებით ვჯღაბნი ჩემს სახელს,
მაგრამ ფუნჯები დაიმსხვრნენ მაშინ, როცა მღებავებს 
ჩუმად რომ თეთრი შტრიხები სამარეში გადაუსახლეს.

დაბნელდა და თითქოს წუხელ არც გათენებულა დილით.
შავ-თეთრ ტილოზე აღარ ხატავენ მხატვრები გრძნობებს.
მივდივარ, თეთრი ვარდები მიჭირავს საკუთარ ხელით. 
გრძნობები მოკვდნენ და არც სიყვარულს არავინ ჰმონებს.

ჩემი ოცნება პანაშვიდით ცრემლებზე გალობს.
შავი ვარდები ეცემიან სამარის დუმილს.
შენი თვალები ჩემი მზერით სამყაროს გლოვობს.
თეთრი ვარდები შეერწყმიან სიჩუმის წუხილს.
2 კომენტარი
.....7 წლის წინ

Ras dagruzulxar ha??Tumca maagari leqsia sagol..cool;)

ნეო გულიაშვილიხელოვანი7 წლის წინ

madloba. ravi, davigruze uceb da mosuli muza versad gavagde sxvagan.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი