ძველი თბილისის მონატრება


უკვე აღარ გაისმის აქ: ,,ხაბარდა!", ,,ხაბარდა!",
ძველი კინტო თაბახით ისტორიას ჩაბარდა.
ტივს არ ელექსებიან მტკვარზე ყარაჩოღლები,
არც კაბების წინაშე იჩოქებენ ჩოხები...

თრთოლვით აღარ მიიფრენს სიყვარული ,,ცისა ქედს",
არც მარაოს ნიავით გაციებული სახე.
აღარ თქარათქურობენ ქვაფენილზე ცხენები;
ისტორიას კუთხეში მიუყრია ეტლები.

ძველ აივნებს შემორჩათ უწინდელი ლაზათი,
ახლა, თბილის–ქალაქმა სხვა ჩაიცვა ხალათი,
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი