Inhumanity


მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა,
დღეს რომ პურის ნაცვლად გვშია,
იქნებ ის მოგვმადლო ?
სულის შიმშილია . ხედავ ? ვერ ვნაყრდებით
სხვისი ცხოვრებით და სხვისი ხურჯინებით,
მხოლოდ სახელებით,ფორმა-მუნდირებით დავიარებით და 
ისე კაცმა რომ თქვას, 
შენც ხომ დაიღალე ?
იყოს ნება შენი,როგორც მაღლა ცებში
ისე მომაკვდავთა მიწაზე,
ერთი ხომ ვერ აიტანა ზეცამ სატანა
და ჩვენ ათასი გვყავს დედამიწაზე . . . 
მოვიდეს სუფევა შენი,
ქართულ მზის სხივებზე დანაფენი -
ხელის შეშველებად .
იქნებ აბოს ფერფლი ცრემლში აურიო დიდი რუსთაველის 
და თავს დაგვაფრქვიო ?
რამე გვეშველება ? !
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი