cinema


ბულვარის ზოლში ხარ . პორტია .
მონოლოგი არ გამომივიდეს,
ბათუმის ზღვა მოდის ?
პონტია .
ცრემლი არ წამოგივიდეს . 
სირენა . თურქული რაცია .
ალამი რუსული ფერის ,
ჯერ არის რადიაცია
მერე ბირთვულიც გველის . 
მაინც ხომ ვახსენე ატომური,
წელში გავიმართოთ , სმენა !
სამყაროს მივაქციოთ ყურადღება,
ცოტა მოვინაცვლოთ მზერა .
პლანით გაყრუებულ გარემოში,
სრულიად საჩხერეთში ომობ,
ბუნება ამეტყველდა სან - რემოში
ვერ გამოიცანი , ლომო ?
თბილისმაც დაკარგა მშვიდობა,
გვეუბნება კაცი ხმელეთელი,
ნაღმები ბაღებზე . სკოლებზე . 
მეტროა . გამზირი წერეთელის . 
ბულვარის ზოლში ხარ . პორტია .
ბევრი არ იგავ-არაკო,
ბათუმში ზღვა მოდის ?
პონტია .
წვიმაზე ვილაპარაკო .
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი