Conversión


ერთი მეორის ვინც ვართ განგებით,
საღმრთო ზმანებით დავილანდებით ,
ციდან გვირგვინი,მისი ტარება,
იშვიათია და ნეტარება !
გამონაკლისი,როგორც წესია . . .

მიმოიქროლებს, ვით ბედისწერა,
სიკვდილის ღამეს - ჩვენი ჯვრისწერა .
შემოგვეხვევა ცეცხლის ალები,
ჯერ არნახული გარდაცვალების . . .
მიღმიერებად - ჩვენ ერთმანეთის !

რა რომ გაყინულ ფერხთა წინდებით,
სულით უფალზე თუ ვიწინდებით ?
და ერთმანეთში ღმერთი ვიპოვეთ .
- საერთო ღმერთი ! 
ჩვენ - ერთმანეთის გაერთარსებით .
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი