გაელვება


მარად უტყვი მომავალი საიდუმლოდ გვესახება,
მოვა დრო და ფარდას ავხდით,
ვიტყვი ამის შესახებაც;
რასაც ტვინით ვერ ვიაზრებთ,მაგრამ სადღაც გვინანია -
რომ სიცოცხლის ასპარეზი 
უკვდავების სევდა იყო
და სიკვდილთან აღსარების ერთი დიდი ლიტანია .
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი