მრავალი ჟამის ერი


ჩვენ საქართველოს ვეძახით ზეცას-ფეხსქვემოთ მიწას,
თუმც მასზე დიდ ცას გადაჭიმულს დასჭიდებია,
ციდან მოსულა ჩვენს სახსნელად - ამირანივით
და ცეცხლი გულზე საწამებლად აჰკიდებია.

შემზარავია ეს დუმილი მტრებისა მიმართ,
იდუმალებით მოცული და ამოუხსნელი,
ნუთუ დატოვა ღვთისმშობელმა კუთვნილი მიწა
მტრების ხელიდან თავის კალთით გამოუსხნელი.

ეს გახლავთ ჩვენი სამყაროც და აღთქმული მიწაც,
ბერად აღკვეცილ ტკივილებს რომ ადარებს წარსულს,
უცხო ჰანგებით ის გვიგალობს, მდუმარე ხმითაც
სიჩუმის სუსტი გულისყურით ელოდეთ სასრულს.

ეს ღმერთი გვტირის,თუ უბრალოდ ზეცის სისველე,
როგორც ბალახზე მოდებული ცვარიან დილას,
ვხედავ ედება ჩვენს გულებზე,როგორც მალამო
და ასე ჩუმად,შეუმჩნევლად გვარიდებს ზიანს.

დროსა და მანძილს არ უყურებს ქართველი მოსე,
ბობოქრობს ვით ზღვა მეწამული ფიქრის წამიერ:
ქართველი ქართველს შურით უცქერს ,როს შეიყვარებს
პირველი თავად შემოსძახებს - მრავალჟამიერს!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი