მინდა შევეჩვიო სიახლეს ..


მინდა შევეჩვიო სიახლეს,
ნაცვლად მარტოობისა.

...

დიდი ხნის განმავლობაში, მე ვფიქრობდი, რომ ვკვდებოდი.
და მეგონა, რომ უნდა მომესწრო რამე,
ჩემს სიკვდილამდე. 
მეშინია, რომ არავის ვუყვარდე,
მეშინია, რომ დამივიწყებენ.
საღამოს ძველი მეგობარი დავინახე, რომლის ნახვაც მძულს
და არ მომწონს როგორც ის ცხოვრობს
და არ მომწონს კითხვები, რომლებიც შესაძლოა მას გასჩენოდა, ამიტომ
მე გავიხედე იქით, რათა ეფიქრა, რომ ვერ შევამჩნიე იგი,
მაგრამ მან გაიხედა გვერდით მანამდე, სანამ მე მას დავინახავდი.
ერთ თვალის გადატრიალებაში იყო სიკვდილი, მხოლოდ უნდა შემეხედა.
დღეს რაც მომინდება, გავაკეთებ.
შემდეგ თუ აღარ მომინდა, შემრცხვება.
სულ სხვანაირად იკითხება ნაწერი,
თუ მშვიდი მელოდია გაქვს ჩართული და უსმენ.
შენ მღერი.
სულ სხვანაირად, როცა ელოდები ვინმეს წერილს
(ოხ, როგორ ძალიან მძულს, ლოდინი წერილებს შორის)
და სულ სხვანაირად, როცა სახლში არომატული საჭმლის სუნი დგას.
ამ ქალაქში უფრო მეტია ის, ვისაც არასდროს ჰყვარებია და სჭირდებათ სიყვარული, ვიდრე ვინც მიატოვეს, ვისაც დაშორდნენ.
მათ სძულთ სიყვარული,
მათ იციან, როგორი სასტიკია იგი.
თუ ნამდვილია.
ბოლო დრო უფრო მწამს, რომ ბედნიერება მხოლოდ შორიდან ჩანს.
დიდია სინანულის ცრემლი, როცა ვინმეს დაკარგავ.
დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობ, რომ შენ შეგეძლო გადაგერჩინა.
რა უფრო მოგწონს, ჩემი მხრები, თუ ჩემი ნაწერები? - ვკითხე.
მან თავი მოსწია ჩემს ყელთან,
თვალები ზურზე შემახო
და მიპასუხა:
- ეს ერთი და იმავე არაა?

მინდა შევეჩვიო სიახლეს,
ნაცვლად მარტოობისა.
დიდი ხნის განმავლობაში, მე ვფიქრობდი, რომ ვკვდებოდი.
და მეგონა, რომ უნდა მომესწრო რამე,
ჩემს სიკვდილამდე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი