ბედნიერება მხოლოდ შორიდან ჩანს.
- 14 წლის ასაკში ამ სათაურით პირველად გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "საარბაზო მარჯვნივაა, არის", ამ მოთხრობამ იგი სამწერლო ასპარეზზე გაიყვანა და ადგილიც დაუმკვიდრა ქართულ ლიტერატურაში. მწერალმა მოთხრობა არ დაბეჭდა, იგი რამდენიმე თვით იყო სოც.ქსელში მკითხველისთვის ხელმისაწვდომი და შესაძლოა ითქვას, არცერთი მისი მკითხველი ამ ნაწარმოებს გულგრილი არ დაუტოვებია. იმ დროისთვის წერილებში თავის რედაქტორს, ნანა ორქიმიანს წერდა: "ნანა, იყავით ბედნიერად, მწერლობა რა კაცის საქმეა. გავიგე, მეორე ადგილზე გავსულვარ თქვენს რეიტინგებში, რათ მინდა საქმე, რომელსაც ჩემზე უკეთესად აკეთებენ, იყავით ბედნიერად." მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სამწერლო საქმიანობაზე სერიოზულად დაფიქრებულა:
15 წლის ასაკში აგრძლეებს მძიმე ვერლიბრების წერას. მომდევნო წლებში, ლექსების წერას თავს ანებებს და 17 წლის ასაკში, მეორე მოთხრობას "ქალი, დიდებული მომავლით" აქვეყნებს, მას მოყვა რომანი "სუნთქვა. ცალი ფილტვით.", ამას მოჰყვა კიდევ ერთი მოთხრობა "ხელები ხელებში", 19 წლის ასაკში კი აქტიურად იწყებს პიესების წერას.
"თითქოს მან ხალხს აპატიაო.", - ამბობენ მასზე.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი