დასიზმრება


უღმრთოდ ლამაზია ჩემი ცოლი,
მიხმობს ნამნარევი დილა 
და მე (თუმცა არ ვარ ღმერთის ტოლი)
ღმერთო,შენზე ძლიერ მიყვარს .

ღამე ორბისფერი,უფრო შავი , 
ტერფებს მოცელავს და დამშლის .
ვნანობ სიყვარულზე რომ ვროშავდი ,
ვნანობ ვერ მოპარვას თავშლის .

(შენს თმებს ვერაფერი იფარავდა )
რძისფერ მოლოდინში გნახე .
მწუხრი რიჟრაჟისგან იპარავდა 
წუთს და თან გვიგებდა მახეს

გეცვა სიმშვიდე და ზღვები 
ღმერთო, რა სიზმარი ვნახე .
ზურგით არასოდეს ვდგები ,
ღმერთო,რა სიზმარი ვნახე ,

ნეტა , არ ამიხდეს გვედრი ,
ნერვებდალეწილი ვგალობ,
ჩემს ბედს არ იფიქრო ვყვედრი
(რა ლამაზი იყავ ქალო) .

მასზე ამაყია ჩემი ცოლი,
მე ის შენზე მეტად მიყვარს ,
ღმერთო, მე არა ვარ შენი ტოლი ,
ღმერთო, დამიტოვე სიზმრად .....

მარუსა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი