წერის მანია


ვწერ და ავად ვარ , ავად ვარ და ვწერ ...
რადგან ვხვდები , რომ არა აქვს აზრი აღარც გაზაფხულს და არც სიმშვიდეს ....
ბლეფია , ბეღურები რომ არ გვტოვებენ. რა ხანია თავს უშველეს და გაფრინდნენ ...
ვწერ და ავად ვარ... ავად ვარ და ვწერ ...ვცდილობ გათავისუფლებას ყველა ემოციისგან,მოგონებისგან , კადრისგან და ასე , თავხედურად ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ ცხოვრება პირველი და სუფთა ფურცლიდან დავიწყო (პირელად ) ... არ ვარ დეპრესიაში, ჩემს თავში ვარ ანუ შორს გარესამყაროსგან და ვცდილობ მაქსიმალურად გავაჭიანურო ჩემი დაბადება....
მითხრეს , რომ მტკივნეული იქნება , თან გარდაუვალი.... 
ვწერ და ავად ვარ ... ავად ვარ და ვწერ ... უამრავი აზრი მიტრიალებს თავში, შეკითხვაც , მაგრამ არანაირი პასუხი ! სამყაროს ყური დავადე გულზე- საშინელი ქაოსია ... ცოტა შემეშინდა კიდეც და ისევ ჩემში შევიყუჟე... აქ სიმშვიდეა და ვიცი , არავინ არაფერს დამიშავებს ! ... იცი , როგორ მებრალებიან პოეტური სულის ადამიანები ? შენც ხომ ხვდები, რომ არაა მათი ეს სამყარო ? ხოდა , ისევ ჩემში მინდა დარჩენა .... ვწერ და ავად ვარ, ავად ვარ და ვწერ ....ავად ვარ რადგან ვწერ !!! მარუსა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი