მე ვარ ლაზარე


ეს მე ვარ , ლაზარე ,
მკვდრეთით რომ აღვსდექი 
და ჩემი სხეული მიწისა გავათბე .
ეს მე ვარ , ლაზარე ,
ღმერთი რომ ვიწამე 
და ბნელი ქვეყნისა 
სინათლით გავაქრე .

ეს მე ვარ , ლაზარე ,
ცოდვა რომ შემინდე 
და ჭუჭყის ლოდები
მტვერივით დაფანტე .

ეს მე ვარ , ლაზარე ,
გაქე და გადიდე უფალო ,
შენ ზეცით ეს მიწა განავრცე 
და ჩემი სახელი დამარცვლე

ლა - ზა - რე .

უფალო , მოვედი მიწდან შენამდე
უფალო , წყალობა , დიდება ! 
ეს მე ვარ მკვდრეთით რომ აღვსდექი ,
დღეს შენი სახელი დიდდება !

მამაო ,
მოვედი და ღმერთად გიწამე ,
შენს გამო არ ვევნე , 
არასდროს ვეწამე .
ეს მე ვარ , 
ჩემთან რომ მოხვედი ,
წყლულებს და ცოდვებს 
ლოცვით რომ უშველე .

- ადექი , გამოდი , ლაზარე .
და ისევ ღვთის მადლით 
ვისუნთქავ საკმეველს .
დღეს ჩემი სხეული არა ,
არ ბერდება .
ვლოცულობ , ვგალობ და 
გაღმერთებ !

ეს მე ვარ , ლაზარე , 
მკვდრეთით აღდგენილი ,
მირონი მაცხია სახეზე .
ეს შენ აღმადგინე 
და ჩემი სახელი დამარცვლე 
ლა - ზა - რე .

მარუსა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი