გაზაფხულია


აპრილს შეხსნია გულზე საკინძე 
დღეს გაზაფხული იშიშვლებს მკლავებს .
ისევ შენა ხარ ჩემი სამიზნე ,
ისევ ჯიუტად შიშტერებ თვალებს .

მარტმა ჩაიცვა ატმის კაბა და 
მათრობს სურნელი ჩვენი ალუჩის 
ფიქრი მიწეწავს სევდის საბანს და 
შენს ტრფობას კარგო , მე ვინ დამიშლის !

გულ-მკერდს მისველებს გრილი წვიმა და 
შენი ჟინი მკლავს ოხერ-ტიალი ! 
ბედთან ლაჩრობა ჩემი ვინ სთქვა და 
უნდა დავიწყო კვლავ ხეტიალი .

მარტმა ჩაიცვა ჭრელი ფერები ,
ბაღში აყვავდა ჩვენი ალუჩა .
ისევ შენია ჩემი მკლავები 
უაზრო ლოდინს ბოლო არ უჩანს .

გრძნობას მოვარდნილს ქარიშხალივით 
დაგპირდები და მთაში წაგიყვან ! 
ხევსურის ქალას უარს ვერ მეტყვი 
და მაშინ უკვე ვერსად წამიხვალ !

მარუსა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი