ჩემი ლოცვა


უფალო ჩემო , ჩვენ არაფრით ვგავართ ერთმანეთს 
უკვდავი რომ ხარ სატანჯველი მეტი რა გინდა .
დღეს გულწრფელობას აფასებენ თითქმის ერთ მანეთს 
და კლავენ აწმყოს , როგორც ქრისტეს , დასაბამიდან .

უფალო ჩემო , დაგემსგავსო მინდა იერით ,
სანამ შევცოდავ , მანამდე მსურს ძლიერ ამტკივდე .
დამაქვს სხეული ავხორცი და სული მშიერი .
ღმერთო , ჩემს გამო გოლგოთაზე გთხოვ , არ ახვიდე !

უფალო ჩემო , ქაოსია ჩემ სამყაროში .
დედამიწაზე ჩემთვის ბინა ვერსად ვერ ვპოვე .
ერთადერთ იმედს გეჭიდები შამბიან დროში 
და სადიდებლად შენდა ღმერთო , ლექსსაც ვერ ვტოვებ .

ვნანობ მოძღვარო , მომიტევო უნდა უფალმა ,
ლოცვაც ვერაფრით ვერ ვისწავლე , ვერ ვიზეპირებ 
და ამიტომაც , ჩემებურად ვწერ და მოგმართავ 
შემინდე ღმერთო , გადავედი ზღვარს და ჯებირებს .

აპათიასაც ვერ ვუთხარი ისევ უარი ,
ჩემს არსებაში მცირე , მაგრამ დარჩა სიმართლე .
და ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთი თუ არი 
შემოდი ჩემში , სიყვარულით გამასამართლე !

უფალო ჩემო , დაგემსგავსო მინდა მცირედით , 
სანამ შევცოდავ , მანამდე მსურს ძლიერ ამტკივდე .
დამაქვს სხეული ავხორცი და სული მშიერი .
ჩემს გამო ღმერთო , გოლგოთაზე აღარ ახვიდე ...

მარუსა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი