კამათელი


გახშირდა , გამრავლდა სულეთზე განცდები ,
აიმღვრა გრძნობები და დაცხრა ვნებები .
დამთავრდა რაც ადრე სულს ზეცად უხმობდა 
და ვხვდები, - უაზრდო ცხოვრებას ვნებდები .

გათავდა და გაქრა უკვე ილუზია ,
მხოლოდ ერთადერთი დამრჩა - ფორიაქი .
მე და ცხოვრება ვაგორებთ კამათელს 
იმას დუ შაში აქვს , მე კიდევ იაქი ...

გახშირდა , გამრავლდა განცდები სულეთზე, 
ვასკდები ცხოვრებას ნერვებით ! 
ამართლებს ...
გაჩერდა საათი და როგორც ყოველთვის , 
ნარდის თამაში მობეზრდა კამათელს ...

მარუსა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი