ჩამოდის ზეცა ..


ჩამოდის ზეცა ,
ვერ დამიტევს ,ვერც დავეხსნები ...
იშლება მთვარის ბრწყინვალება ,
მიწის კიდემდე ,
მტვერგადაცლილი გულწრფელობით 
ძლივს გაგიბედე ,

რომ

არ დამემსხვრა ვერნათქვამი ცოდვის სიმძიმე ...
ჩემს ცხოვრებასთან ზავი ისევ ვერაფრით შედგა ,
ვდგამ ბოლო ნაბიჯს,სიმაღლიდან ვეშვები მძიმედ...
ჩამოდის ზეცა და სიშიშვლით ზურგზე მაწვება ...

მარუსა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი