ყველა თავისი საზომით ზომავს ..


ყველა თავისი საზომით ზომავს,
ყველა თავისი სასწორით წონის,
ვიღაცა წყევლის ადამის მოდგმას ,
სიტყვას ამატებს თქმულს და გაგონილს.

ახლა ქარები უფრო ცივია,
სათქმელი ბევრი დამრჩა,-სადაოც,
ჩემი სიმშვიდე უფრო დიდია 
ვიდრე სამყარო !

ჩემი ფიქრებიც აღარ მიცდიან ,
ცისკენ იწევენ ,მე მიწას ვრჩები .
დღეს პოეტებმა უკეთ იციან 
თუ არ დაწერე ვერ გადარჩები ...

ყველა თავისი საზომით ზომავს ,
ყველა თავისი სასწორით წონის ,
სულში ლექსებით აპრილი მომყავს ,
სათქმელს ათასჯერ ვაწყობ და ვწონი...

დღეს სიყვარული უფრო ძვირია ,
რწმენას და იმედს ვაშენებ ჩემში .
სიჩუმის ხმები ისევ ყვირიან,
რითმების ჯარიც წავა და შემშლის ...

ახლა ქარებსაც სცივათ ,ტირიან ,
სათქმელზე მეტი მრჩება სადაო ...
ჩემი სიმშვიდე უფრო დიდია ,
ვიდრე სამყარო !

მარუსა /2015
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი