დაშორებისეული


მე დღეს ქმარს გავშორდი ,
გაცივდა საწოლი ...
დაირღვა ფანჯრიდან ფერმკრთალი სინათლე ...
ჩემს სულში არადა არ გაიამინდა ...
მე დღეს ქმარს გავშორდი - ამ მელოდიაზე 
საოცარ კონტრასტს ვქმნი თოვლიან ამინდთან...

მე დღეს ქმარს გავშორდი 
და ნაცვლად გოდების 
და ნაცვლად ტირილის ,
ცრემლის და მოთქმისა -
დღეს გამოვიდარე,
ჩავიცვი აპრილი ,
კამათელს ვაგორებ 
ყოფნა- არ ყოფნისა ...

მე დღეს ქმარს გავშორდი ,
არ მტკივა სულეთი 
და რადგან უგრძნობი ვგონივარ 
სულ ყველას ,
დაირღვა სიჩუმე დანგრეულ კედლებში 
და ღამე მიცოცავს აისზე ფანჯრიდან ...

მე დღეს ქმარს გავშორდი ...
გაცივდა საწოლი ...
და გარეთ აპრილის უდროო თოვლია ...
მე დღეს ქმარს გავშორდი
და ბრძოლა წავაგე 
საკუთარ თავთან და 
წინ კიდევ ომია !

მე დღეს ქმარს გავშორდი ....

მარუსა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი