ჩემო სოლედად


„- სოლედად, დარდი შენ თვითონ ხარ,
ნაღველი მწარე და საშური,
შენ სტირი ლოდინის სიმწრისგან
მოგვრილი ლიმონის ნაჟურით.“

-ფედერიკო გარსია ლორკა

მე, კვლავ მიწიდან სიყვარულს ვბარდნი
და ცამდე აწვდილს ვერასდროს დაგთოვ.
ნუ შეგაშინებს მტრული ზვარაკნი,
ანათემები.

გიძღვნი ცივ ამბორს, ბინდით ნეტარო.
გიძღვნის ალერსის, მიწა, მთოველი
უწინდებურად დუმილს მოველი.
– ვერ გავთენდები.

თუ ეს განგება მიცხადებს რაკი,
უნდა გიპოვო სიკვდილად ქმნილმა,
მხოლოდ უჩუმრად, მთელი რაკრაკით –
ძრწოლისმომგვრელად.

მწამს, რომ მოგაგნებ ღამით მთვარეულს
და აგვიხდება სურნელთა მიძღვნა.
მე, მთვარის ბინდში გაგილღვობ სხეულს,
ჩემო სოლედად.

თანამედროვე ქართული პოეზია ,,მზის არილი", ტომი XII
თბილისი 2017 წელი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი