იტენოს(ი)


((მღვრიე სიწმინდე)

მზის ცხელ გულიდან დიონისე ჩამოიწვეთა, 
ვიცი, ევტერპა მის მშველელად მომავარაყებს. 
ტირიან ცანნი, მონასტრებში ჩამოდის წვეთთა –

ფართო ნაკადი და გადახრის გროვა ამ არყებს. 
კუთხის ქსელივით ჩამომწყდარი მიმზერს ათონი, 
მღვრიე სიწმინდე ვცან სარკეში, სახიფათონი.

ვერ ავაცილე ჩემი მზერა ნიკე აპთეროსს, 
გადავაყვითლე აკროპოლთა სვეტთა ძორები. 
უწინ თუ მცურავ ოფელიას თავს ვამდორებდი… 
ახლა მსურს ბროლთა კიბეებზე საფომ გამთელოს.

თითქოს აკვანში მიკაწრავენ ღაწვებს სანთლიანს, 
ვგრძნობ, მოხუც დედის ნაცრემლარზე მზით დავიწვები. 
ნატკენი სული მამის სისხლით მოსანათლია, 
როგორც სიჩუმის ყრუ ძახილში ცის ლავიწები.

თანამედროვე ქართული პოეზია ,,მზის არილი", ტომი XII
თბილისი 2017 წელი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი