მიწის ხელები


გათენებამდე ელი ჩასუნთქვას,
ხმელ სარეცელზე გტკივა კუნთები,
მას უხმაუროდ, ათას გზით უთქვამს,
რომ შენსავ ბოლში დაითუთქები.

შენთვის ლოცულობ, მაგრამ არ ამხელს --
სიტყვა მოკმეულ საკმევლის ბურანს,
რადგან მიწისგან გამოშვერილ ხელს,
შენივე პირმშოს თვალები ხურავს.

სანანი ძულვა -ხელებს რომ გიშლის,
სიცოცხლეს უთხრი საფლავს, თვითონვე.
რომ ნატამალი, სიკვდილის შიშის,
შენში გრამიც კი არ დაიტოვე.

1. სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებული ,,დებიუტი"
თბილისი 2016
2. თანამედროვე ქართული პოეზია ,,მზის არილი", ტომი XII
თბილისი 2017 წელი
1 კომენტარი
.....7 წლის წინ

Dzalian magari leqsia,bravo!!;)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი