როგორც


მეც მწერალი ვარ? როგორც ოთარი,
მეც პოეტი ვარ? როგორც ტერენტი,
ძალიან დიდი არის კონტრასტი,
ვერავინ აღწერს,ვერვინ ვერ მეტყვის.

მეც ცოცხალი ვარ? როგორც მერცხლები,
მეც საჭირო ვარ? როგორც სანთლები,
რარიგ დიდია,ო,განსხვავება,
უსარგებლო ვარ ვით ომს ბავშვები.

ასე დავდივარ ლურჯ სივრცის ქვევით,
და მეფანტება გრძნობები სხვებზე,
ყოველთვის ჩანდა ბილიკი სწორი,
მე რა მინდოდა ნეტავ სხვა გზებზე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი