ვხვდები,კი


ვხვდები,კი,უკვე დიდი ხანია,
ამ ქვეყნად ძალა არ აქვთ იმედებს,
თუმც,ის ქვეყანა ცვალებადია,
ესღა მაცოცხლებს,ეს მაიმედებს.

მზად ვარ ტკივილად შემოგეხვიო,
ვიცი რომ წავალთ სხვა რამ იქნება,
აქ უკვე ვცდილობ შემოგელიო,
იქ ყველა გრძნობა ახლად იწყება.

და რა თქმა უნდა ამა სიცოხლეს,
ჩემთვის სრულიად აღარ აქვს ფასი,
და ხორცი ცოტას კიდევ იფორთხებს,
სულმა გააბა სიკვდილთან ვალსი.

არ მეჩქარება,დაგელოდები,
მაინც ვერ ვნატრობ შენს ცხედრად ნახვას,
თავზემოთ ქვა და გულზე ლოდები,
მაინც ავიტან,მივწვდები ნატვრას.

შენ ალბათ კიდევ დიდხანს იცოცხლებ,
მაგ ლამაზ თვალებს სხვებს დაანახებ,
მაგრამ ხანდახან ამოხვალ ჩემთან,
ცივ ქვას აკოცებ,მეც გამახარებ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი