ბოლო წვიმაა


ისე წვიმს თითქოს ბოლო წვიმაა
და ცა ბოლომდე აღელდა თითქოს
ამ წამს ვხვდები რომ არ შეიძლება
ასე სიცოცხლე და წასვლას ვითხოვ.

ისე ქუხს თითქოს განრისხდა ღმერთი
არად ჩაგვაგდებს ამ წუთის შემდეგ
არც მე არ დამრჩა სიცოცხლე ბევრი
და არსებობა იკმარეთ მერე.

ჩემი სიცოცხლე და ნეტარება
ვიცი,შორსაა და სარკმელს უზის
ისევ ვუცდი და კვლავ მენატრება
და როდის მოვა ღმერთმაც არ უწყის.
2 კომენტარი
ანონიმუსი7 წლის წინ

Yochag , dzalian kargia ^_^

madloba,gaixare

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი