ბეხან


"კლდეებში კვდება აქლემი ბეხან! - დავარდნილი - მიტოვებული..." (გრ. რობაქიძე)

თუმც ღამე მრავლად გამიწელია
და ხორშაკებიც მითვლია მე ხან,
ო, შენ თუ იცი რარიგ ძნელია
სიკვდილი, ბეხან.

კლაკნი ჰორიზონტს ოხვრის ბგერებად
და აღსასრულით უდაბნოს შვენი...
რა დაგრჩა? - გონჯი მშვენიერება -
სიკვდილი შენი.

"მთვარის სიმთვრალე", მერანი 1996
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი