ბაჩანა ჩაბრაძე

მთარგმნელი, პოეტი

დაიბადა 1976 წლის 19 იანვარს თბილისში. არის ლექსების ორი კრებულის ავტორი (მთვარის სიმთვრალე, მერანი 1996 / ნაცრისფერი სამყარო, გულანი 1992) და ათი წიგნის მთარგმნელი ფრანგულიდან ქართულად და პირიქით:

შორეული ჰანგები, გიორგი ეკიზაშვილი, კარნე 2024, 188გვ / თეატრი და მისი ორეული, ანტონენ არტო, მთარგმნელის კომენტარებით, 2024, 200გვ / ზაფხულის მოლოდინში, ნიკა ჯორჯანელი, ლ’ენვანტერი, პარიზი 2023, 128გვ / პატაფიზიკა სცენაზე: ალფრედ ჟარის იუბიუ მეფე და გიიომ აპოლინერის ტირესიასის ჯიქნები, მთარგმნელის წინასიტყვაობით და კომენტარებით, არილი 2023, 142გვ / არაბულის მასწავლებელი, გიორგი ლობჟანიძე, კარნე 2023, 188გვ / ქუთაისის მატარებელი: ოცი ქართველი პოეტი, კარაკტერი, პარიზი 2022, 180გვ / თეორია კინგ კონგი, ვირჟინი დეკანტი, მთარგმნელის წინასიტყვაობით, პოლინომიალი 2022, 144გვ / მე ბევრი ვარ: თხუთმეტი ქართველი პოეტი ქალი, ლ’ენვანტერი, პარიზი 2021, 120გვ / შიზოგადოება, პაატა შამუგია, ლა ტრადუკტიერი, პარიზი 2021, 64გვ (პრემია მალარმე 2022-ის ფინალისტი) / ფრანგული შანსონი: ბრასენსი, ფერე, ბრელი, გენსბური, ვიანი, ინტელექტი 2015, 144გვ.

ჯილდოები:

2024 – გ. ქიქოძის სახელობის პრემია წლის ფრანგულენოვანი ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანისთვის / 2023 - ფრანგული რენესანსის ოქროს მედალი ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში შეტანილი კულტურული წვლილისთვის / 2020 – მ. თუმანიშვილის სახელობის პრემია პიესის წლის საუკეთესო თარგმანისთვის / 2011 – ვ. კოტეტიშვილის სახელობის პრემია პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთათვის.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი