ბაჩანა ჩაბრაძე - ფოტო

ბაჩანა ჩაბრაძე

მთარგმნელი, პოეტი

თეოფილ გოტიე - უკანასკნელი სურვილი

მე თქვენ მიყვარხართ. ეს აღსარება
მაქვს თვრამეტი წლის გადანახული!
მე ბინდს ვეკუთვნი, თქვენ - ბრწყინვალებას,
მე ზამთარი ვარ, თქვენ - გაზაფხული.

ჩემს საფეთქლებზე, ვით სამარეზე,
აყვავდა თეთრი იასამანი
და ჩრდილი მისი მალე თვალებზე
დამეფინება, როგორც საბანი.

გაფერმკრთალდება მზე ძვირფას დღეთა,
მწუხრის წვიმები დამასველებენ,
აჰა, გორაზე მე უკვე ვხედავ
ჩემს უკანასკნელ განსასვენებელს.

მაგრამ, თუ თქვენი ნაზი ამბორი
გამაცილებდა სევდით გალეშილს,
ბედნიერებას ნაზიარები
ჩავაბიჯებდი ცივ სამარეში!

1852

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

"პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კრებული - კოტეტიშვილის პრემია 2010", დიოგენე