ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 43

ნაზია ღამე


დიდხანს ვიდექი იმ ღამეს ქიმზე,
თითქოს, ისმოდა შორიდან ლოცვა
და ზღვის ტალღები ჩემს გულის სიმზე
შენთვის უკრავდნენ ბახსა და მოცარტს.
მესმოდა შენი სულის მუსიკაც,
ხან-ნელი რიტმი, ხან-მძლავრი ფორტე,
ზედ მეღვრებოდა მთვარის შუქი და
მე ჩემი თმები საშენოდ მოვრთე.
აღარ გიხსენებ, ვშორდები წარსულს,
უტყვი ლანდები ლურჯ ციალს ვანდე,
და ერთი ფიქრი მიმყვება წასულს-
რა უჩვეულოდ ნაზია ღამე?!
სულზე დამჩნეულ ნაჭდევებს ვიხვევ,
შენ შემატოვე დარდსა და ლოდინს,
მაგრამ თუ მაინც დაგჭირდე, მიხმე,
მხოლოდ ერთხელ თქვი: ,,ჩემამდე მოდი!"
კომენტარები (0)