ნათია ღვინიაშვილი - ფოტო

ნათია ღვინიაშვილი

ფრანგული ენის სპეციალისტი

0 11

პირველი გამხელა


ისე შეეპარა ზეცას ლაჟვარდები,
როგორც შენი ტრფობა-ჩემი გულის საკნებს,
გზნებით აბრუებენ მაღალ ვაზს ვარდები,
ჩემი სუნთქვა უკვე შენს სიყვარულს აკმევს.
ცაზე ამოცურდი ჩემს დღეთა მნათობად,
სევდის ციხეს მიმსხვრევ, როგორც ვერცხლის სარკეს,
დარდს აღარ ვატარებ, ვით-კაბას ნათხოვარს,
ახლა შენი მზერა ჩემში ვნებებს არბევს.
ქალი ვარ, გრძნობების მივუშვი სადავე,
სიყვარულის ნერგი ჩემი ხელით დავრგე,
გონებას ცხელ გულთან სულ აღარ ვადავებ,
თანმდევი ეჭვები ღიმილით დავგმე.
ჩემს სხეულში შენი მონატრება როკავს,
სურვილით ნაჭედი მზერით ტოვებ ნახმლევს,
მოდიხარ და ჩემთან გაზაფხული მოგყავს,
მიყვარხარ და ამას დღეს პირველად ვამხელ.
კომენტარები (0)