ტელეფონი


სადა ხარ? რას შვრებ?
გიცდი და არ ვრეკავ.
ვჯიუტობთ ბავშვები
გაზაფხულს წავლეკავთ.

გახსოვარ? რა გინდა?
ლოდინმა დაგღალა?
მე შენი ბაგიდან
ამბორის დამღა ვარ.

როგორ ხარ? იწექი?
რამდენ ხანს გეძინა?!
დაგღალე სიცელქით,
სიცელქე გეწყინა?!

შენ ჩემი სუნთქვა ხარ?
რა იყო, არ გჯერა?
ახლოს ხარ, სულთან ხარ-
სხეულის ფანჯრებთან.

რა მოხდა გინდივარ?
დღეს მუხლი იტკინე?
ამბორის დამღა ვარ
ასე რომ ვითმინე,

რა დროა? სამია?
გავჩუმდე ჯობია?
რა ვქნა ნასვამია 
დღეს მარტოობია.

დაგღალე საუბრით?
ხმა რატომ იცვალე?
შეხვედრას გაურბით
ასე რპმ ვიწვალე.

მარტო ხარ? მერე რა?
გინდა რომ მოვიდე?
ტკივილი მერევა,
მაგრამ მე მოვითმენ.

რამდენ ხანს გელოდი?!
გინდოდა გეთქვა რა?
რომ ერთად მელოტი
ჭადრები გვეთვალა?

სადა ხარ? რას შვრები?
გიცდი და არ ვრეკავ.
ვჯიუტობთ ბავშვები
სიყვარულს წავლეკავთ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი