გრიგოლ აბაშიძე - ფოტო

გრიგოლ აბაშიძე

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი

სამშობლოს

სამშობლო არც მარტო ლამაზი მთებია,
არც მარტო წარმტაცი მინდვრები!..
შენს სახელს გმირები ამბობენ დიდებით
და შემდეგ სიმღერით კვდებიან.
ეს გულიც შენთვის ძგერს მსხვერპლად მოსატანი,
შენგან ვერ გამრიყავს მე დრო და მანძილი,
რადგან თვითონა ვარ მე შენი ნაწილი -
სისხლი სისხლთაგანი, ხორცი ხორცთაგანი.
და გიმღერ, ჩემს თავზე თუნდ მეხმა იგრგვინოს,
ჩემო სალოცავო და ღამის სათევო,
სამშობლოვ, ჩემი ძილის წამრთმევო
და ჩემი კაცობის გვირგვინო!