გრიგოლ აბაშიძე

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი

აბაშიძე გრიგოლ გრიგოლის ძე, დაიბადა 1914 წლის 1 აგვისტოს ჭიათურის მახლობლად, სოფელ რგანში. 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ორი წლით აგრძელებს სწავლას მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო განყოფილებაზე.

დაბრუნების შემდეგ იყო ჟურნალ „ნიანგის“ (1944-1951), „დროშის“ (1951-1960) და „მნათობის“ (1960-1967) რედაქტორი. 1967-1981 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი და თავმჯდომარე. რედაქტორობდა ანთოლოგიებს, ცალკეულ მნიშვნელოვან გამოცემებს. 1982-1994 წლებში ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტს.

...

გარდაიცვალა 1994 წლის 28 ივლისს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი