რა მოთმინებით მიყვებიან ცხვრები ..


რა მოთმინებით მიყვებიან ცხვრები – თავდახრით –
საძოვრებს ბაცი დღეების თუ მჭკნარი ბალახის;
ბილიკი წყალთან მიიყვანს თუ ხევში გადაყრის
ზანტ ფარას, – ბოლოს გაწყალებად გულის არცა ღირს
ამაზე ფიქრი. კაციც უხრის მტერს თუ საყვარელს
თავს, – გრძნობის კრუნჩხვებს სასიკვდილოდ არასდროს არ სცნობს,
ოღონდ, ვიღაცას უნაწილოს მიწის სახრავი
ძვალი და ხორცი, სიმარტოვეს რომ გამოსტაცოს
თავი. და ქვეყნებს – იარლიყის ელვა, სახელი –
თავს ახრევინებს სხვა ქვეყნებთან. ამბავი გრძელი
არის მარტივი: არის ყველა თავის დამხრელი
და ამაყია ან უგნური, ან კიდევ ბრძენი.

თუმცა, ვერც ბრძენი უერთგულებს ამაზე წუხილს
და თავს, თავმდაბლად, წიგნებსა და ყვავილებს უხრის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი