შუა ზამთარია ..

შუა ზამთარია ეხლა თბილისში,
თბილისში ეხლა შუა ბუხრის ზამთარია,
თბილისში ეხლა თოვლი უნდა იყოს კანონით,
მაგრამ სადაა თოვლი.
ქალაქი გაფენილა მზეში;
კიროვის პარკში გამოსულან პენსიონერები,
როგორც გაზაფხულზე
და ეფიცხებიან მზეზე.
და ეძებენ მიზეზს საუბრისას.
პატარა ბავშვები მოსულან დედებით
და დახტიან, როგორც კალიები.
ეს გაზაფხულის დღე არის ნამდვილი
ვითომ რით არ არის გაზაფხული?
გაზაფხულის დღეა ნამდვილი შუა ზამთარში
პარკში დასეირნობს პოეტიც,
უღიმის მზეს და ეშმაკურად ფიქრობს:
ხომ არ გამოდნება რაიმე ამ მზიდან?

წყარო: litklubi.ge