შოთა ჩანტლაძე

პოეტი

გვერდი შექმნილია 2015 წლის 22 იანვარს

დაიბადა 1928 წლის 13 ივნისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზემო აკეთში, დედის სოფელში. ადრეული ბავშვობა გაატარა სოფელ ზემო ბჟოლიეთში..

1947 წელს დაამთავრა თბილისის 25-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1952 წელს დაამთავრა.

გარდაიცვალა 1968 წლის 29 ნოემბერს, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე მე-3 საავადმყოფოში, ბრმანაწლავის დაგვიანებული ოპერაციის შემდგომი გართულებების გამო.

შოთა ჩანტლაძე, გარდა ლექსებისა, წერდა მოთხრობებს, მინიატურებს, იგავებს.

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი