მოვიგდე მხარზე დუმილის ბოხჩა


* * *
მოვიგდე მხარზე
დუმილის ბოხჩა,
ვცოდე და ლოცვაც მექცა ქილიკად,
ასე თუ ისე,
რაც იყო, მორჩა,
თითქოს ძალიან კმაყოფილი ვარ.

...გამაღებს ვიღაც
მძებნელის გეშით,
როგორც სიჩუმის შავ-თეთრ განჯინას,
მერე რაღაცას
ჩაკეტავს ჩემში,
რაც დრომ წარსულში შემოაჯინა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი