გიორგი ხულორდავა (დ.1996 წლის 6 ნოემბერი. მარტვილის რაიონი) – 2015 წელს დაამთავრა ბესიკ ხულორდავას სახელობის სოფ. სალხინოს საჯარო სკოლა და სწავლა განაგრძო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, აღმოსავლეთმცოდნეობის განხრით, ირანული ფილოლოგიის კათედრაზე. ამავე წელს მხატვრული თარგმანის ნომინაციაში გადაეცა საყმაწვილო ლიტერატურული პრემია “ამირანი”. არის მთარგმნელთა კლუბის წევრი. 2014 წელს გამოიცა მისი “რჩეული თარგმანები”. მთარგმნელის ბიბლიოთეკის სერიით გამოსულ ფრანჩესკო პეტრარკას სონეტების პირველ ქართულენოვან გამოცემაში შევიდა მის მიერ ნათარგმნი რამდენიმე სონეტი. ამეტყველებული აქვს ევროპული და სპარსული პოეზიის ნიმუშები. ლექსები და თარგმანები იბეჭდება სალიტერატურო პრესაში.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი