* * * დამჭკნარა ხსოვნა, როგორც იელი,


დამჭკნარა ხსოვნა, როგორც იელი,
გადმოგდებული ძველი ბუდიდან,
მე-ბინადარი სიცარიელის,
წარსულის ფხაჭუნს ვერ ავუდივარ.

და უკვე ვხვდები, დაუწურია
დროს დასაწური, რაღაც განგებით
... და ჩვენი პოვნა ვისაც სწყურია,
მას უსათუოდ დავეკარგებით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი